გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, განსხვავებული ინსტრუმენტებით სცადონ ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება

8-11-2024

ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დანამატი.


„მთლიანად ოპოზიცია ხავსს ეჭიდება, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ ახალ, გაუყალბებელ პივიტის. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციებს თავიდან ბოლომდე აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის" უბრალოდ დანამატი და შესაბამისად, ამ მიზნებით მოქმედებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930