გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

12-11-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა და საუნივერსიტეტო საჩუქრები გადასცა.


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული 39 პროექტიდან 17 პროექტი თსუ დოქტორანტებს ეკუთვნით.


შეხვედრაზე გამარჯვებულმა დოქტორანტებმა საკუთარი საგრანტო პროექტების მიზნებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვება ერთ-ერთი პირველი წარმატებაა იმ ახალგაზრდების, რომლებმაც დიდი მეცნიერება უნდა შექმნან.


„ხვალ ეს ადამიანები იმუშავებენ დიდ პროექტებზე, ფუნდამენტურ თუ გამოყენებით კვლევებზე. ყველა საგრანტო პროექტს გავეცანი და ძალიან საინტერესო თემებია. თსუ-ში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გამოცხადდება ასისტენტის პოზიცია, სადაც დოქტორანტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. ეს პროექტი დაგეხმარებათ მომავალში სამეცნიერო კიბეზე ზემოთ აიწიოთ. მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში. ნებისმიერ თქვენგანს სიამოვნებით ვიხილავ აუდიტორიაში ლექციების წასაკითხად“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ დოქტორანტებთან შეხვედრაზე.


“დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები წარდგენილი იყო ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები” -აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930