გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე ბორელის განცხადებაზე: ასი მილიარდიც რომ გამოუგზავნონ ამ ოპოზიციას, ესენი მხოლოდ მათი იქნებიან და არა ქართველი ხალხის, ამიტომ ვერ იგებენ არჩევნებს

18-11-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჟოზეფ ბორელის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „როგორც ჩანს, არც ჟოზეფ ბორელს და არც სხვა ევროპელებს კარგად არა აქვთ წაკითხული “კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ”, სადაც საკმარისზე მეტი წერია მათ გასაგებად“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დასავლელი პატრონები ვერ ხვდებიან, რომ ფულს წყალში ყრიან, რადგან ოპოზიციის დაფინანსებით სასურველ შედეგს ვერ იღებენ.


მისი თქმით, რა თანხაც არ უნდა გამოუგზავნონ რადიკალურ ოპოზიციას მათმა პატრონებმა, ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ იმიტომ, რომ დასავლელი პატრონების ინტერესების გამტარები არიან და არა ქართველი ხალხის.


თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, დასავლელი პარტნიორები ისევ ენჯეო სექტორის დახმარებით აპირებენ ოპოზიციის დაფინანსებას, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები შეიქმნება საქართველოში.


„ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ იმ ას მილიონს, რომელიც მთავრობისთვის უნდა გადაგვერიცხა, ჩვენს მონა-მორჩილ სამოქალაქო სექტორს გადავურიცხავთო. ანუ, კვლავ ენჯეოებით სურთ ოპოზიციის დაფინანსება. წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი ახალი არასამთავრობო შეიქმნება და კიდევ რამდენ ახალგაზრდას გამოულაყებენ ტვინს თავიანთი ფსევდო ლიბერალიზმით. როგორც ჩანს, არც ჟოზეფ ბორელს და არც სხვა ევროპელებს კარგად არა აქვთ წაკითხული “კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ”, სადაც საკმარისზე მეტი წერია მათ გასაგებად. თუმცა, ეს პატრონები იმასაც ვერ მიხვდნენ აქამდე, რომ წყალში ყრიან თავიანთი ხალხის ფულს საქართველოში, შედეგზე მაინც ვერ გადიან.


ასი მილიარდიც რომ გამოუგზავნონ ამ ოპოზიციას, ესენი მხოლოდ მათი იქნებიან და არა ქართველი ხალხის, ამიტომ ვერ იგებენ არჩევნებს.

გამოუშვან, არ არის პრობლემა. იმ ასი მილიონიდან ოცი მილიონი მაინც საშემოსავლოთი გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება. ჩვენ კი ახალი პოლიტიკური სანახაობების მომსწრე გავხდებით აგენტურ რბოლაში“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930