გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი არ გააფრთხილეს, რომ საქართველოს შემთხვევაში გვაქვს საქმე უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან საქართველოში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება

19-11-2024

როგორც ჩანს ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებულად მძაფრი და აბსურდული კრიტიკით გამოირჩევა, არ გააფრთხილეს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან საქართველოში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


„თავად განსაჯეთ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც გალერი სიმართლის დასადგენად, გუშინდელი განცხადებით ითხოვს ცესკოს მონაცემების პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან შედარებას. ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, არჩევნებიდან უკვე 24 დღეა გასული და „სამართლიან არჩევნებს“ ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იმ აბსურდული განცხადებების კეთებას, რომ 10 უბანზე თუ 11 უბანზე დაირღვა რაღაც ბალანსი, ვერ დათვალა ქალების და კაცების რაოდენობა ვიღაცამ, რაც არაფერზე გავლენას არ ახდენს, ამ გენდერულ დისბალანსზე აპელირებას ჯობია მათ გამოაქვეყნონ ქვეყნის მასშტაბით პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ველოდებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


ევროპარლამენტარი მიხეილ გალერი გუშინ დაინტერესდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან.


„ვადევნებდი თვალს შედეგების ოფიციალურ დადასტურებას. ჩემი შეკითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რაიმე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან?“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930