გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ანატოლი გიგაურის დაკავებაზე: პოლიციელზე, სახელმწიფოზე თავდასხმა არავის შერჩება - რადიკალებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მათი აგრესიული მარიონეტები არიან რეციდივისტები და მშობლების უარმყოფელი არსებები

25-11-2024

„პოლიციელზე, სახელმწიფოზე თავდასხმა არავის შერჩება - რადიკალებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მათი აგრესიული მარიონეტები არიან რეციდივისტები და მშობლების უარმყოფელი არსებები. ამგვარი მანქურთებით სურს მეხუთე კოლონას ქვეყნის აყირავება, რაშიც დაუსრულებლად წარუმატებელი იქნება“, - ასე

ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის აქტივისტის, ანატოლი გიგაურის, დაკავებას, რომელმაც პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ანატოლი გიგაური წარსულში ნასამართლევია ქურდობის და მამის მიმართ ძალადობის ბრალდებით.


„პოლიციელზე, სახელმწიფოზე თავდასხმა არავის შერჩება - რადიკალებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მათი აგრესიული მარიონეტები არიან რეციდივისტები და მშობლების უარმყოფელი არსებები. ამგვარი მანქურთებით სურს მეხუთე კოლონას ქვეყნის აყირავება, რაშიც დაუსრულებლად წარუმატებელი იქნება. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2021 წელს ა.გ. -ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930