გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას

26-11-2024

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხო ძალისხმევაში წვლილის შეტანას," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობა მაქსიმალურად იქნება მიმართული სხვადასხვა სფეროში საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმების წარმოსაჩენად.


„საქართველოს აქვს თვალსაჩინო მიღწევები ბევრი მიმართულებით. ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქვეყნის დადებითი იმიჯის განსამტკიცებლად სათანადო პოზიციონირება. რა თქმა უნდა, ასევე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რეიტინგების გაუმჯობესების მიზნით," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.


მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, საქართველო უმასპინძლებს და მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში. გაგრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30