გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო

27-11-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა - აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მდგომარეობით, 6 მილიონ მგზავრზე მეტი შეადგინა.


„2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, ფრენები ხორციელდება 105 საჰაერო ხაზზე კვირაში დაახლოებით 670 სიხშირით. 2024 წელი რეკორდული იყო შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნდნენ ავიაკომპანია Austrian Airlines-ი და British Airways-ი. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესი," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.


მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერ ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს რეგიონული ჰაბის ფუნქციას. მისი თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.


მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გამტარუნარიანობის 1,7 მლნ მგზავრიდან 5 მლნ მგზავრამდე ზრდაა დაგეგმილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930