გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ძლიერება დგას სამართალდამცავ, ძალოვან უწყებებზე, ქართულ ჯარზე და ამ სტრუქტურებზე, უწყებებზე ზრუნვა არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

28-11-2024

ქართული ჯარი და ჯარზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, გაძლიერება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ინვესტიციები ჩაიდება კონკრეტულად ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, უზრუნველყოფილი იქნება სამხედროების სოციალური მხარდაჭერა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.


„ინფრასტრუქტურის განვითარებაც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შემუშავებული, რა თქმა უნდა, დეტალური გეგმები თავდაცვის სამინისტროსთან ერთად.


ანალოგიურად, პოლიციის გაძლიერება არის, ბუნებრივია, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ძლიერება დგას სამართალდამცავ უწყებებზე, ძალოვან უწყებებზე, ქართულ ჯარზე და ამ სტრუქტურებზე, უწყებებზე ზრუნვა არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პოლიციის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა გაგრძელდება და ა.შ.", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728