გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა

29-11-2024

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ამომრჩევლებს არჩევანის ფართო საშუალებას აძლევდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.


„საქართველოში გამართულ არჩევნებზე მე [სადამკვირვებლო მისიის] ლიდერი ვიყავი და ვნახე, რომ პარტიებს შორის არსებობდა მაღალი პოლარიზაცია, თუმცა არჩევნები ამომრჩევლებს არჩევანის ფართო საშუალებას აძლევდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა“, - აღნიშნა მან.


მისი თქმით, საქართველოს არჩევნებს 42 ქვეყნის 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, რომლებიც ქართველ ხალხს დაეხმარნენ და მთავრობას საარჩევნო პროცესში არსებულ გარკვეულ ნაკლოვანებებზე მიუთითეს, რომელიც შემდგომში აღმოსაფხვრელია.


„მე უკვე შევთავაზე ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეკომენდაციების განხილვის მიზნით, რაც მალე „ოდირის“ დასკვნაშიც იქნება აღნიშნული“, - დასძინა მან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930