1-12-2024
„რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია. გარედან მართული პროცესები ემსახურება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციას. ფსონები ძალზედ მაღალია. საერთაშორისო და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საფრთხე ძალიან დიდია“, - წერს ანალიტიკოსი სოფიკო სოხაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელ მოცემულობაში, გლობალური დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო მათი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში პლაცდარმი იყოს, რაც ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ნიშნავს.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოების მენტალური ტრანსფორმაციის 30-წლიანი ექსპერიმენტიც სახეზეა და დასძენს, რომ რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს არაფერი გაეგებათ გეოპოლიტიკის, მათი კურატორები კი მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენლები არიან და იციან, რას აკეთებენ.
„რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია. გარედან მართული პროცესები ემსახურება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციას. ფსონები ძალზედ მაღალია. საერთაშორისო და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საფრთხე ძალიან დიდია. დღევანდელ მოცემულობაში გლობალური დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიყოთ პლაცდარმი მათი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში, კერძოდ--“ცეცხლოვანი რკალის” სტრატეგიის ცენტრალური რგოლი. ამ გზაზე შედგომა ნიშნავს ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.
რუსთაველზე შეკრებილ გულუბრყვილო ახალგაზრდებს არაფერი გაეგებათ გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკის ფუნდამენტური, მუდმივი მოცემულობების - ქართული საზოგადოების მენტალური ტრანსფორმაციის ოცდაათწლიანი ექსპერიმენტის შედეგი სახეზეა. მათი კურატორები კი მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენლები არიან და გააზრებული აქვთ, რას ემსახურებიან. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დამატებით საფრთხეს ქმნის ქართული სახელმწიფოსთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში კრიტიკული ვითარების შექმნისას ქვეყნის შიდა პროცესებზე საგარეო რეგიონული ფაქტორების გავლენა გადამწყვეტი იქნება.
ეს მოცემულობა თუ არ გავიაზრეთ, ჩვენთვის ჩვეული მაქსიმალიზმითა და არტისტიზმით გადავეშვებით თვითგანადგურების შეუქცევად სპირალში. ამის დაშვება არ შეიძლება! არავის ვურჩევ, წავიდეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოებას მოვუწოდებ სიფხიზლისკენ. წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში სიღრმისეული ქართველი ერი იტყვის თავის სიტყვას. კომენტარებში დავდებ რამდენიმე სტატიას გეოპოლიტიკის საკითხებზე," - წერს სოფიკო სოხაძე.