გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: გარკვეული ძალები, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, ცდილობენ, ეუთო/ოდირის დასკვნა იყოს მიჩუმათებული, რათა ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ

2-12-2024

„ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და სანდოობის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება ეს არის ეუთო/ოდირი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ და ვეთანხმებით. თვეების განმავლობაში გვესმოდა როგორც უცხოელი სახელი და გვარის მქონე სხვადასხვა ფუნქციონერისგან, პოლიტიკოსისგან, ასევე მათ შორის, იმ ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი განმსაზღვრელი. რა მოვისმინეთ? - ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.


როგორც არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, გარკვეული ძალების მხრიდან ახლა ეუთო/ოდირის განცხადების გადაფარვა ხდება, რომ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ.


მისივე თქმით, ხალხს ვეღარავინ მოატყუებს, რადგან დღეს „თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ობიექტური რეალობა ნახოს“.


„რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შენიშვნები, როგორც სხვა ყველა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ და ნახონ რა დასკვნები კეთდება. მაგალითად, სულ ახლახან ჩატარებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების თაობაზე, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების თაობაზე, თუ სხვა ქვეყნებში ჩატარებულზე რა დასკვნები უდევს ეუთო/ოდირს. და როგორი არის ჩვენს მიმართ არსებული დასკვნები. მიუხედავად შენიშვნებისა მთავარი, რაც დასკვნაში ვიხილეთ ეს არის, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეეძლო თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა, მიუხედავად ამისა, გარკვეული ძალები, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, ცდილობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და ეუთო/ოდირის ხელმძღვანელის შეფასებები იყოს მიჩუმათებული, რათა ისევ და ისევ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ.

არ გამოსდით და ზუსტად ამიტომ არის, რომ ყველაფერს რაც ხელს უწყობს და ადასტურებს, რომ ლეგიტიმურად ჩატარდა 26 ოქტომბერს არჩევნები, ამ ყველაფრის მიჩქმალვას ცდილობენ. მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა, 2024 წელია და თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, რომ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ობიექტური რეალობა ნახოს და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. აღარ არის ეს 2004-2012 წლები, როცა მართული იყო ყველა მასობრივი საშუალება, რითაც შეიძლებოდა რომ ადამიანებს ინფორმაცია მიეღოთ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელში ეჭირათ. არ გამოსდით ეს ყველაფერი, ადამიანებს შეუძლიათ, რომ თავისუფლად ნახონ თუ რა არის რეალობა და რეალობა არის ერთი, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ გუნდის სასარგებლოდ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ბავშვების, ოჯახის ღირებულებების სადარაჯოზე და ღირსეულად ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031