გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიმართვა: არასოდეს დავუჭერ მხარს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას, მე ვემსახურები საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს

3-12-2024

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თამარ ჩხაიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ შეუერთდა უწყების თანამშრომლების ნაწილის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მას შემდეგ გაავრცელეს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.


როგორც თამარ ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს, ის იზიარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრო არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სადარაჯოზე და ქვეყანას უარი არ უთქვამს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.


„იძულებული ვარ ე.წ. თმენის ვალდებულება გვერდით გადავდო და შევახსენო ზოგიერთს, ვისაც ამის შეხსენება დასჭირდა, რომ შეურაცხყოფას დედამიწის ზურგზე არავის ვპატიობ. დღეს დილით ტელეფონში ახლობელი ადამიანის მესიჯი დამხვდა ირონიული ტექსტით „მეამაყები! აბა რა!“ - ეს ირონია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილის ერთობლივ განცხადებას არ ვუერთდები. ამ მესიჯის ავტორის მაგვარების საყურადღებოდ - აი მისიიდან რომ დავბრუნდები და თბილისში სადმე შევხვდებით ეგეთ ტექსტებს პირისპირ როგორ მეტყვით მაგას დავინახავ თქვე მართლა უტ#აკოებო.


მთელი ცხოვრება საკუთარი მორალური ღირებულებებით და საკუთარი აზროვნებით მოვდივარ. არ მოიძებნება ერთი ადამიანიც, ვინც ამიკრძალავს ან დამაძალებს რამის გაკეთებას. მე ვემსახურები საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომაც ვიზიარებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ სამინისტრო არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სადარაჯოზე და ქვეყანას უარი არ უთქვამს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.


აქვე, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების არჩევანს ერთობლივი განცხადებისთვის მოეწერათ ხელი. ამ ადამიანების დიდ ნაწილთან ერთად მიმუშავია, ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარია, ნუ ზოგიერთზე კი მეცინება ისეთი კარიკატურაა. ვგმობ იმ კონკრეტულ შემთხვევებს როდესაც სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებზე სასტიკად იძალადეს და ანალოგიურად, ვგმობ აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის პიროტექნიკის მეშვეობით ცეცხლის გახსნას. და რაც ყველაზე მთავარია, ვერასოდეს და არასოდეს დავუჭერ მხარს სახელმწიფოს გადატრიალების რაიმეგვარ მცდელობას! პ.ს. საელჩოში ყველაზე დაბალი თანამდებობა მიკავია და ეს ის „სკამი“ არ არის, რომელსაც მედროვე კაცი, პირადი კეთილდღეობისთვის კბილებით ჩაებღაუჭებოდა“, - წერს თამარ ჩხაიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031