გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: ეს არის დასტური იმისა, რომ უდიდესი ბლეფი და ტყუილია თითქოს სამასი ათასი ხმით გააყალბა ხელისუფლებამ არჩევანი

3-12-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ეუთო/ოდირის მიერ 20024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას ეხმიანება.


დეპუტატის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს რომ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და სპეკულაციები იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ სამასი ათასი ხმა მოიპარა ტყუილია. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს სპეკულაციები არის მცდელობა არჩევნების გარეშე, ტყუილით მიიტაცონ ხელისუფლება.


„ის, რომ ქვეყანაში არჩევნები არის ლეგიტიმური ამას ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ის, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ, თითქოს სამასი ათასი ხმით გააყალბა ხელისუფლებამ არჩევანი, არის უდიდესი ბლეფი, ტყუილი და ეს არის მცდელობა რომ არჩევნების, გარეშე ტყუილით მიიტაცონ ხელისუფლება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031