გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე შიო: სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში

4-12-2024

სამწუხაროდ მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.


„ვითარება, როგორც ხედავთ ძალიან დაძაბულია, ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.


სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.


მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის, სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031