გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები

4-12-2024

მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რეპრესიებზე საუბარს შეეხებოდა.


კითხვაზე, არიან თუ არა პიროტექნიკით მომარაგებული ახალგაზრდები დაკავშირებული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, პრემიერმა უპასუხა, რომ პიროტექნიკით ადამიანების სისტემურად მომარაგება ხდებოდა, სწორედ, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ.


„რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031