გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალები საჯაროდ ამზადებენ ტერორისტულ აქტს, პირდაპირ ემუქრებიან ოპონენტებს ჩაცხრილვით, დეტალებში ხსნიან, თუ როგორ აპირებენ კერძო საკუთრებების გადაწვას და ა.შ., შესაბამისად, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა ჰქონდეს

5-12-2024

„აქციის რადიკალური ნაწილი პირდაპირ, საჯაროდ, ამზადებს ტერორისტულ აქტს; თან ისე, რომ ასახელებენ, თუ რომელი პარტიის წევრები არიან; ადამიანები პირდაპირ ემუქრებიან ოპონენტებს ჩაცხრილვით; დეტალებში ხსნიან, თუ როგორ აპირებენ ქონების და კერძო საკუთრებების გადაწვას; ამბობენ, რომ თუ არ იქნება მსხვერპლი, შედეგი არ ექნებათ და ა.შ., შესაბამისად, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომელმაც, ფაქტობრივი სუვერენიტეტი მოიპოვა და იმ პროცესებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ის კიდევ უფრო იწრთობა.


„დაკავებები სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ ამ აქციებზე [დანაშაულებრივ ქმედებებს] კვების წყარო არ ჰქონდეს. პიროტექნიკასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიამ რა აღიარებაც გააჟღერა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ. იმდენად არიან გათავხედებულები, რომ პირდაპირ აღიარებენ, რომ დიახ, ისინი ამ ტერორისტულ აქტებზე მიდიან. იმ რაოდენობით პიროტექნიკა შეიძინეს, რომ პოლიციელები დააზიანეს და ყოველ საღამო, კრიმინალური სერიალის მსგავსად, პარლამენტზე შტურმს და პოლიციელებზე თავდასხმას იწყებენ, მათ შორის, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებითაც. თან ამას აღიარებენ.


სახელმწიფო კი რისი სახელმწიფოა, თუ მსგავსი დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი საფუძვლით არ დააკავებს ამის შემოქმედებს? ვინ მისცა აქციის რადიკალურად განწყობილ წევრებს უფლება, რომ ადამიანებს დაემუქრონ, მათ შორის, ორი მილიონი ამომრჩევლის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრებს? იგივე, ელისაშვილი არ უნდა დაეკავებინათ? ქუჩაში არაერთხელ რომ მიაყენა ადამიანს შეურაცხყოფა, [ამაზე პასუხი არ უნდა ეგო?] შესაბამისად, ეს დაკავებები კანონიერია.


დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს განცხადებებსა და გზავნილებს მრავალი სხვა ქვეყანა იმეორებს. მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი ჩვენს მერე ბევრმა ქვეყანამ მიიღო და ახლა სერბეთიც აპირებს. ამიტომ, იმ პროცესებით, რაც ახლა მიმდინარეობს, კიდევ უფრო ვიწრთობით და შესაბამისად, სახელმწიფო ვხდებით. ეს არის შემდგარი სახელმწიფო, რომელმაც, ფაქტობრივი სუვერენიტეტი მოიპოვა და ახლა ამის შენარჩუნებას ვცდილობთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031