გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ბლინკენის მხრიდან სანქციებით მუქარაზე: ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს „დედა“ და „მამა“ შეურაცხყოფად აფასებს, ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე

5-12-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს „დედა“ და „მამა“ შეურაცხყოფად აფასებს და ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე.


„ენტონი ბლინკენი სანქციებით იმუქრება. „შეგახსენებთ ყველას, ეს ის ბლინკენია, რომელმაც სამსახურში გამოსცა ბრძანება და აკრძალა სიტყვების "ქალის" და "კაცის" გამოყენება. ეს ის ბლინკენია, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს "დედა" და "მამა" შეურაცხყოფად აფასებს. დაბოლოს, ეს ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე და დაგვემშვიდობება სამუდამოდ! ცოტაც უნდა გავუძლოთ, ძალიან ცოტაც...“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031