გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს სამინისტროს თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს, არ შეესაბამება სიმართლეს და შსს-ს, როგორც უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

5-12-2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლების მიერ უწყების დატოვების შესახებ.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების
რიგებს.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების და თითოეული თანამშრომლის, დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება, ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.


რაც შეეხება, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031