გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

6-12-2024

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ა.კ. თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თავისუფლების მოედანზე, ბრალდებული ს.ს. თავს დაესხა პოლიციელს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.


ხოლო, 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, დანით შეიარაღებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ს.ჯ. თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკურად გაუსწორდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ღამის საათებში, „მზიურის" პარკში ბრალდებულმა განზრახ დააზიანა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის კუთვნილი 3 ცალი ვიდეო კამერა, რის შედეგადაც უწყებას მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.


დაკავებულებს ა.კ.-ს და ს.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ს.ს.-ს ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ლ.ჩ.-ს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031