გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება

6-12-2024

„შსს-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


ექსპერტის თქმით, ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა, რაც საბედნიეროდ არ განხორციელდება. მისივე თქმით, კეზერაშვილმა და დიმიტრი ჩიქოვანმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.


„შსს-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას (კეზერაშვილმა გუშინ განაცხადა, „ჩემს სახლში პოლიცია შევიდა“) სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს. სასამართლოს მიერ, პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის მიზანი რევოლუციური პროცესების განვითარება, მათ საკრალური მსხვერპლი სჭირდებათ, ასეთი არსენალის (დაურეგისტრირებელი) ფლობის შემთხვევაში რთული არ არის, „ბრმა“ ტყვიის მიერ ადამიანის გარდაცვალება, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციის, რომლის უკან დავით კეზერაშვილი დგას, მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არის, რაც საბედნიეროდ არ განხორციელდება. რაც გინახავს ვეღარ ნახავ, მაიდანი2 არ განხორციელდება, კეზერაშვილმა და დიმიტრი ჩიქოვანმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. ეს ჩვენი ღირსების საკითხია!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031