გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: კანონის მთელი სიმკაცრით ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი

6-12-2024

პარტიულ ოფისებში ჩატარებულ ღონისძიებებს აქვს პირველ რიგში პრევენციული მიზანი იმისათვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში „მაიდნის" მოწყობა, ჩვენ მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ყველა სამართლებრივი ზომა იქნება მიღებული ჩადენილი დანაშაულების გამოვლენისა და სამომავლო პრევენციის მიზნით.


„ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ გამოვლინდეს უკვე ჩადენილი დანაშაულები და კანონდარღვევები და მომავალში ასევე ვიზრუნოთ შესაბამისი სამართალდარღვევების, კანონდარღვევების პრევენციისათვის. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით და მგონი, მაინცდამაინც სერიოზულად ვერ აღიქვეს ჩვენი ეს განაცხადი. მათ შორის, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი მიდგომა იყო შედარებით ლოიალური. გახსოვთ, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს და მხოლოდ 1 კაცი იყო დაჭერილი, ისიც მალე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. წელს, გაზაფხულზე, ასევე ძალიან მძიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, სისტემურ, უხეშ ძალადობას და მხოლოდ 6 კაცი იყო დაჭერილი ამისათვის, იქიდან ერთს შეეფარდა სასჯელი და ისიც შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ჩანს ამან შეაგულიანა კონკრეტული ადამიანები და რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება გაგრძელება. კანონის მთელი სიმკაცრით ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი და ეს არის ამ ყველაფრის გამოვლინება. ამას აქვს პირველ რიგში პრევენციული მიზანი, იმისათვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში „მაიდნის" მოწყობა. ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031