გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: აქციებზე გუშინ და გუშინწინ იყო სიმშვიდე, რაც როგორც ჩანს, დამკვეთებისა და ორგანიზატორების გეგმებში არ ჯდება და მათ დღეს ისევ ვითარების გამწვავება გადაწყვიტეს

7-12-2024

„სახელმწიფოს პასუხი აქციების მიმართ იქნება მშვიდი მანამ, სანამ ეს აქციები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც კი აქციები გასცდება კანონით დადგენილ ფარგლებს, პასუხი იქნება შესაბამისი და ადეკვატური“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, არსებობს არჩევნები, ამ არჩევნებში გამარჯვებული პარტია და მოცემულ რეალობას ყველა უნდა შეეგუოს.


„აქციებზე გუშინ და გუშინწინ იყო სიმშვიდე, რაც როგორც ჩანს, დამკვეთებისა და ორგანიზატორების გეგმებში არ ჯდება და მათ დღეს ისევ ვითარების გამწვავება გადაწყვიტეს.


სახელმწიფოს პასუხი აქციების მიმართ იქნება მშვიდი მანამ, სანამ ეს აქციები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც კი აქციები გასცდება კანონით დადგენილ ფარგლებს, პასუხი იქნება შესაბამისი და ადეკვატური. დღეს ვერავინ მოახერხებს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით დამხობას. არსებობს არჩევნები, ამ არჩევნებში გამარჯვებული პარტია და მოცემულ რეალობას ყველა უნდა შეეგუოს. როდესაც პირველ ადგილზე გასული პარტია მეორე ადგილზე გასულზე ხუთჯერ მეტ ხმას იღებს, აქ სალაპარაკო აღარაფერია, კითხვები აღარ რჩება და ყველაფერი გადაწყვეტილია.


მომდევნო კვირაში პარლამენტი მორიგ სასესიო კვირას ჩაატარებს, ავირჩევთ პრეზიდენტს და მივიღებთ იმ აუცილებელ კანონებს, რომლებიც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, მათ შორის ბიუჯეტის კანონს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მომავალი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031