გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ტრაგედიის მოსურნე ნაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, არ გამართლდა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არადა როგორ სჭირდებათ მსხვერპლი, თუნდაც ირიბი

7-12-2024

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კოლექტიური ოპოზიცია ტრაგედიით ხელის მოთბობას ცდილობს, რაც ამორალური და არაეთიკურია.


„ტრაგედიის მოსურნე ნაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, არ გამართლდა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არადა როგორ სჭირდებათ მსხვერპლი, თუნდაც ირიბი. კოლექტიური ოპოზიცია ტრაგედიით ხელის მოთბობას ცდილობს, რაც ამორალური და არაეთიკურია, ადამიანს პირადი სივრცე არ დაუტოვეს, გლოვის საშუალებასაც კი არ აძლევენ, დღეს ჯერ, ფეიკი გაავრცელეს, შემდეგ საინფორმაციო ველი „დაბომბეს“ და ბოლოს პოსტები წაშალეს, ტყუილად დაშვრა ოპოზიციური სიყალბის მანქანა, საზოგადოება ვერ მოატყუეს, სამაგიეროდ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ოპოზიციის სვავური სახე“, - წერს დავით ჩიხელიძე.


ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალბატონის შვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პიარისთვის მისი ტკივილის გამოყენება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031