გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ

7-12-2024

„რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე ოპოზიციის რეაქციას.


მისი განცხადებით, თავად გარდაცვლილის შვილიც კი, რომელიც საპროტესტო აქციების უშუალო მონაწილეა, ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ ყველაფერი არ იკადრონ.


„რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ. ფაშისტები ხართ, ჩვეულებრივი "ჰიტლერები". წარმოიდგინეთ, დაღუპული ადამიანის შვილი, ვინც უშუალოდაა ჩართული პროტესტში, ღიად მოუწოდებს ამ ადამიანად წოდებულებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება! აი, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930