გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ვერ მიაღწიეს მიზანს, რასაც მსხვერპლი ჰქვია და ირიბად ცდილობენ სხვა ადამიანის უბედურება გამოიყენონ, მათი ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით

7-12-2024

„აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ“, - ასე ეხმიანება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას, რომლებსაც გარდაცვლილის შვილმა მოუწოდა, სპეკულაციებისთვის მისი ტკივილის გამოყენება შეწყვიტონ.


გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიციის ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის საჭიროა მსხვერპლი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამას მიაღწიონ.

„აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ. როდიდან ვამბობდი და ვამბობ, მათი ჩაფლავებული და გაბანძებული, ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით. ყველაფერს იჩალიჩებენ რომ მაგ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ნული, არაფერი. ესენი ხომ ივანოვის და ლავროვის მოთრეული ხალხია მათი ბელადიანად და შესაბამისად, უჯიშო რუსების და ვოვას მეთოდები აქვთ,“ - წერს გამსახურდია FACEBOOK-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930