გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ის ვინც, ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა

7-12-2024

„ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე დაუდგენელი პირების მიერ თავდასხმის ფაქტზე.


მისი თქმით, გასარკვევია ეს ადამიანები ნამდვილად წარმოადგენენ საპოლიციო ძალებს თუ არიან ფორმაში გადაცმული ჯგუფები დაკვეთილი აგრესიისათვის.


„ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა. გასარკვევია ეს ადამიანები ნამდვილად წარმოადგენენ საპოლიციო ძალებს თუ არიან ფორმაში გადაცმული ჯგუფები დაკვეთილი აგრესიისათვის. სათანადოდ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის უნდა მოხდეს მათი პასუხისგებაში მიცემა“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930