გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან

9-12-2024

„დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


ის აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან და მაინც დადიან მიტინგებზე, თავისდა უნებურად, რევანშისტულ ძალებს უწყობენ ხელს, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ, შესაბამისად, ასეთ ადამიანებს სასარგებლო იდიოტების როლში არიან.


„დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა.

ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან.


ხალხის ეს მცირე მასა, თავისდა უნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გაწირონ.


დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ სასარგებლო იდიოტებს რამეს შთავაგონებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამ მზაკვრულ დანაშაულში მონაწილეობა, იქნება ეს განზრახ თუ უნებლიედ, დანაშაულში თანამონაწილეობაა და არავის ასცდება პასუხისმგებლობა!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930