გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებსაც რეალურად სურთ ქვეყნის წინსვლა, დაფიქრდნენ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალებს არ მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ ისინი არეულობის შესაქმნელად

9-12-2024

„ეს აქციები დაორგანიზებული და ძირითადად, მართულია იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.


მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების ნაწილმა დაიჯერა ოპოზიციის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული ინფორმაცია, შესაბამისად, იგი მოუწოდებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად არიან პროტესტში ჩართული, დაფიქრდნენ და არ მისცენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალებს შესაძლებლობა, გამოიყენონ ისინი არეულობისა და ქაოსისთვის.


„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობას წარმოადგენს ის, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებმაც დაიჯერეს ის პროპაგანდისტული ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ და ტირაჟირებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, სწორედ ამ აღქმების ერთგვარი მსხვერპლი გახდნენ.


მინდ,ა ყველა ახალგაზრდას, რომელიც მართლაც გულანთებულია და რეალურად ამ ქვეყნის წინსვლა და მომავალი სურს, მოვუწოდო, რომ აუცილებლად დაფიქრდნენ, რომ არ მისცენ ამ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამოფარებული არიან სწორედ ამ ახალგაზრდებს, შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ისინი არეულობის და ქაოსის შესაქმნელად“, - აღნიშნა მიქანაძემ.


მან ასევე ისაუბრა დაჯგუფებების შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ დღევანდელი სახელმწიფო არ არის 90-იანი წლების საქართველო, ამიტომ, ამ ინიციატივის ავტორებს მოუწოდებს, დაფიქრდნენ, ვინაიდან შესაძლოა დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა.


„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რაზეც გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია და ვიხილეთ ვიდეოჩანაწერები ერთგვარი დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა და თითოეული ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. ეს არ არის 90-იანი წლები, როდესაც ერთგვარი ბანდფორმირებები იქმნებოდა, ეს არ არის ის საქართველო, როდესაც სახელმწიფოებრიობის არსებობა-არარსებობის საკითხი იდგა. ეს არის შემდგარი ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიურად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, უსაფრთხოებას და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსიც კი კრძალავს მსგავსი ფორმირებების ჩამოყალიბებას. ამიტომ, მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეცდომაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ კარგი ინიციატივა, ან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი ფორმირების შექმნა, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ჩაუყარეს საფუძველი, არ მისცენ ამას განვრცობის შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031