გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე სუსის განცხადებაზე რადიკალების გეგმებთან დაკავშირებით: აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით

10-12-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორთა მცდელობაზე, მიმდინარე კვირას, ვითარების მაქსიმალურად გამწვავების მიზნით 2-3 ადამიანი დაიღუპოს, სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი თქმით, ამ პროცესებს ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების კოორდინაციით ახორციელებენ, რასაც ქართული საზოგადოებაც კარგად ხვდება.


„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. P.S. გასაგები მიზეზების გამო, რომ სუს-ი ვერ დაასახელებს იმ უცხო ქვეყნებს. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ხომ ხვდება ვინ და საიდან არიან“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031