გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე სუს-ის განცხადებაზე: იმ ადამიანის მსგავსი ორფეხებისაგან, რომლებიც წუხელ ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს სატანისტური წესის აღსრულებით წვავდნენ, გიკვირთ, რომ ითხოვდნენ 2-3 გვამს და უფრო მეტსაც?!

10-12-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მიმდინარე კვირას დესტრუქციული ძალების მიერ ვითარების უკიდურესად გამწვავების მიზნით 2-3 ადამიანის მსხვერპლზეა საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც გვენეტაძე აცხადებს, იმ ადამიანებისგან, ვინც არც თუ შორეულ წარსულში ითხოვდა ორ გვამს, რომლებიც დღესაც სდევნიან განსხვავებულ აზრს და ადამიანებისგან, ვინც გუშინ პარლამენტის წინ იესო ქრისტეს გამოსახულებით კუბო დაწვა, გასაკვირი არ არის მსხვერპლის მოთხოვნა, ვინაიდან, უკრაინულ მაიდანზეც სწორედ ასე მოხდა.


„იმ ხროვისაგან, რომელიც არცთუ ისე შორეულ წარსულში კამერების წინ დაუყოვნებლივ ითხოვდა ორ გვამს!
იმ ადამიანობისაგან გასულებისაგან, რომლებიც სდევნიდნენ და სდევნიან, განსხვავებულ აზრს, მედიებს;
იმათგან ვინც არბევდა ტელევიზიებს და ახლაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოლოდინშია და უსურვებს ახალ 7 ნოემბერს "იმედს";
იმ დამნაშავის მომხრეებისაგან, რომელიც მისნაირ ნაძირალა გვარამიასაგან მიტინგებზე ითხოვდა ფეხმძიმე ქალის მოკვლას;
იმ ჟურნალისტებისაგან რომლებიც ქართული ჯარისაგან მოპარულ ფულებს უხვად იჯიბავენ და მერე ქართველი პოლიციელების დამსახიჩრებელ ტერორისტებს გმირებად აცხადებენ;
იმათგან, ვინც ქართველ სამართალდამცავებს ცოცხლად წვავს, ქვებს, მოლოტოვის კოქტეილს, „ხლაპუშკებს" ესვრის;
იმ უსაშინლესი ძალებისაგან, რომლებიც ქაშვეთის ეზოში სიბილწეს სჩადის, დიდი ექვთიმეს ძეგლს აშარდავს, რუსთაველის თეატრზე უმსგავსობებს ახატავს, რუსთაველს წვავს და აღა მაჰმად ხანზე უარესს უკეთებს;
იმ ზნეობა დაკარგულებისაგან, რომლებიც თავიანთი უბნელესი ზრახვების შესრულების სანაცვლოდ პოლიტიკურ პროცესებში რთავენ და ფიზიკურად სწირავენ არასრულწლოვან ბავშვებს;


და ბოლოს იმ ადამიანის მსგავსი ორფეხებისაგან, რომლებიც წუხელ ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს სატანისტური წესის აღსრულებით წვავდნენ - გიკვირთ, რომ ითხოვდნენ 2-3 გვამს და უფრო მეტსაც, რათა სათანადო ანაზღაურების ფასად აღასრულონ მათზე მიღებული 2-3, გნებავთ თუნდაც 100 კაცის მოკვდინების დავალება?! რა, განა ასე არ იყო კიევურ "მაიდანზე" 2014 წელს. გაუჭირდათ უკრაინაში?!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031