გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სებ-მა ინდექსებისა და ბენჩმარკების წამყვან გლობალურ პროვაიდერთან თანამშრომლობით, კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ვებინარს უმასპინძლა

10-12-2024

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, FTSE Russell-თან თანამშრომლობით, ინდექსების თემისადმი მიძღვნილ ვებინარს უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მათივე ცნობით, FTSE Russell-ი ინდექსებისა და ბენჩმარკების გადაწყვეტების გლობალური პროვაიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (LSEG) ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.


სების ინფორმაციით, ღონისძიებაში საბროკერო ფირმების, საინვესტიციო ფონდების, საპენსიო სააგენტოსა და ბაზრის სხვა მონაწილეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელთაც ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების როლსა და მათი შექმნის გზებზე იმსჯელეს.


შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ინდექსების როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებასა და მისი მონაწილეების გამოცდილების გაღრმავებას. მისი თქმით, FTSE Russell-თან თანამშრომლობით ჩატარებული ვებინარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბაზრის მონაწილეების ცოდნის ამაღლებასა და ამ ინსტრუმენტებით მუშაობაში.


„ფინანსური ბაზრების განვითარების ეპოქაში, ინდექსების შექმნისა და გამოყენების შესახებ ცოდნა აუცილებელია გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.


სების ცნობით, ვებინარზე მოხსენებით გამოვიდა FTSE Russell-ის ინდექსის პოლიტიკის გლობალური ხელმძღვანელი დევიდ სოლი, რომელმაც ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების მნიშვნელობა, მათი აგებულება, გაანგარიშების მეთოდოლოგიები და ბაზრის ცვალებად პირობებთან ადაპტაცია მიმოიხილა. მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო სტრატეგიებში ინდექსების მრავალფეროვან გამოყენებაზე და საქართველოს ბაზრის მონაწილეებს პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდა.


ღონისძიების ბოლოს სებმა და FTSE Russell-მა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930