გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ვცდილობთ, ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი - რუსთაველი, აქ ისევ ისე თენდება და ღამდება

13-12-2024

„აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი დაცულია, პოლიციელებზე თავდასხმა და ძალადობა კი აუცილებლად აღიკვეთება. ასევე, ცდილობენ იმის ახსნასაც, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს და ქვეყანა აგრძელებს არჩეული გზით სვლას ევროინტეგრაციის გზაზე.


„ვცდილობთ, ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ, ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი - რუსთაველი. აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად, ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო მილიონ ასოცი ათასი ხმა, მთლიანი შედეგის 54%“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031