გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პროფესორმა ჯეფრი საქსმა, აშშ-ღიად დაადანაშაულა, კავკასიის რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში

17-12-2024

ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პროფესორმა ჯეფრი საქსმა, აშშ-ღიად დაადანაშაულა, კავკასიის რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში, ადრე კოლექტიური დასავლეთი და ე.წ. deep state- ფარულად მოქმედებდნენ, ახლა ისინი ღიად ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის გადამოწმებას ახდენენ,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში საქართველოს არჩეული ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილია, ეს მიუღწეველ მიზნად დარჩება, რადგან ქართველი ხალხი, მათ მიერ გამოხატული არჩევანის და მოქმედი ხელისუფლების ერთგულია.


„ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პროფესორმა ჯეფრი საქსმა, აშშ-ღიად დაადანაშაულა, კავკასიის რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში, ადრე კოლექტიური დასავლეთი და ე.წ. deep state- ფარულად მოქმედებდნენ, ახლა ისინი ღიად ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის გადამოწმებას ახდენენ. ის რაც საქართველოში და რუმინეთში ხდება წარმოუდგენელია, რუმინეთში არჩევნების პირველი ტური გააუქმეს(ფაქტების გარეშე) ჩვენთან კი დღემდე რევოლუციის მოხდენის მცდელობა აქვთ. მერე რა რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, კარგად ჩატარებული არჩევნებიც კი მიუღებელია, რადგან ხალხის არჩევანი ლიბერალებისთვის მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში საქართველოს არჩეული ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილია, ეს მიუღწეველ მიზნად დარჩება, რადგან ქართველი ხალხი, მათ მიერ გამოხატული არჩევანის და მოქმედი ხელისუფლების ერთგულია“,- წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031