გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის

19-12-2024

ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.  

 

ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე,  ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

 

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:  

TBC x Mymarket.ge   

TBC x Glovo  

TBC x tkt.ge  

TBC x Swoop 

BOG x Extra.ge 

BOG Ads Manager  

BOG x Biletebi.ge 

BOG Gift card 

BOG x Wolt 

 

თანხის მეორე ნაწილი - 2.5 მლნ ლარი კი,  შემდეგ ფონდებში გადანაწილდება: 

 

  1. #ერთმანეთისთვის 
  1. სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia 
  2. Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728