გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან

20-12-2024

ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ.” ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ალან ბერსესთან ერთად, ოპონენტები სიძულვილის ენით მოიხსენიებენ ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია.


„ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ.” ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. უკვე წარმომიდგენია, რა ეწერება ალან ბერსეს ანგარიშში, რომელსაც გერმანიის კანცლერი და სხვა ევროპელი ლიდერები ასე ძალიან ელოდებიან. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია." - წერს რატი იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31