გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: უსამშობლოებს დროებით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და უწინარესად, სპონსორები, რომლებსაც აჯერებენ, რომ საპროტესტო მსვლელობა-კონცერტებით „ინგრევა“ თბილისი

22-12-2024

უსამშობლოებს დროებით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და უწინარესად, სპონსორები, რომლებსაც აჯერებენ, რომ საპროტესტო მსვლელობა-კონცერტებით „ინგრევა“ თბილისი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა და დრონით გადაღებულ რეალურ კადრებს აქვეყნებს.


მისივე თქმით, რევანშისტების მშვიდობიანი აქციების განგრძობადობა არარეალურია, მათი მზაკვრული გეგმები, აგრესია და ექსტრემიზმი არსად გამქრალა.


„სექტის ვითომ ახალ „გაპიარებულ“ ბლოგერს, ვიღაც Visioner-ის fake ვიზუალებს დაეყრდნო მთელი „ნაცბაბლი“, სინამდვილეში ის ერთი რიგითი გამყალბებელია. უსამშობლოებს დროებით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და უწინარესად, სპონსორები, რომლებსაც აჯერებენ, რომ საპროტესტო მსვლელობა-კონცერტებით „ინგრევა“ თბილისი. რევანშისტების მშვიდობიანი აქციების განგრძობადობა არარეალურია, მათი მზაკვრული გეგმები, აგრესია და ექსტრემიზმი არსად გამქრალა. თუმცა, ჩემზე უკეთ იციან შესაბამისმა სამსახურებმა, თუ ვინ რას აპირებს.


მშვიდობა და განვითარება საქართველოს ახალი, 2025-ის უფრო იმედიანი წლიდან!“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930