გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს, დღეს რუსთაველზე გაკოტრებული პრეზიდენტი ვიხილეთ

23-12-2024

ოპოზიციამ (სალომემ) აბუჩად აიგდო და მოატყუა ამომრჩეველი, ჯერ მოლოდინი გააჩინეს, ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას გაგვაცნობსო, გამოვიდა რეზიდენტი და ბრძანა, ჩემი გეგმა შემდეგია, ვარ და ვიქნები! უკაცრავად? რას ნიშნავს ვარ და ვიქნები, ეს ხომ ამომრჩევლის დაცინვაა, ოპოზიციამ რეგიონებში ირბინა, ხარჯი გაწია, ხალხი ჩამოიყვანა, მოლოდინი გაუჩინა და გრანდიოზული გეგმის ნაცვლად, უბრალოდ გადააგდეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.


მისივე თქმით, ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს.


„ოპოზიციამ (სალომემ) აბუჩად აიგდო და მოატყუა ამომრჩეველი, ჯერ მოლოდინი გააჩინეს, ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას გაგვაცნობსო, გამოვიდა რეზიდენტი და ბრძანა, ჩემი გეგმა შემდეგია, ვარ და ვიქნები! უკაცრავად? რას ნიშნავს ვარ და ვიქნები, ეს ხომ ამომრჩევლის დაცინვაა, ოპოზიციამ რეგიონებში ირბინა, ხარჯი გაწია, ხალხი ჩამოიყვანა, მოლოდინი გაუჩინა და გრანდიოზული გეგმის ნაცვლად, უბრალოდ გადააგდეს (ხალხის ორგანიზებული ჩამოყვანის შესახებ განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა).


ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს, დღეს რუსთაველზე გაკოტრებული პრეზიდენტი ვიხილეთ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უცნაური ქცევით გამოირჩეოდა, მარტო ის რად ღირს, ორბელიანების სასახლის მიმდებარედ ტრიბუნაზე თავხედურად რომ ავიდა, შემდეგ კი რუსთაველზე ჰქონდა არაადეკვატური გამოსვლა... ფაქტია, 29 რიცხვის მოახლოების პარალელურად სალომე ზურაბიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა კრიტიკულად უარესდება...“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031