გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა საახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა

24-12-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებსა და მოხუცებს მიულოცეს.


საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებსა და  თანამშრომლებთან ერთად, ცენტრში მყოფი ბენეფიციარები მოინახულეს, საახალწლო ნობათი და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.


სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ყოველი წლის ბოლოს, საგამოძიებო სამსახური საქველმოქმედო აქციას ახორციელებს, რომელშიც სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031