გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით - ცხადია, ეს ყველაფერი სრული ბოდვაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ჯო უილსონს ვინ „უფხაჭუნებს“, ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს?

28-12-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის კონკრეტული ბიუროკრატების, განსაკუთრებით კი, ჯო უილსონის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი თქმით, რომც დავუშვათ, უილსონის განცხადებები საქართველოს კურსის ცვლილების შესახებ სიმართლეა, აშშ-ს არავინ ეკითხება, რა გზას დაადგება საქართველო და რა გზას აირჩევს ქართველი ხალხი. იგი ბაიდენის ადმინისტრაციას „ფაშისტების ბუდეს“ უწოდებს.


„მოდით ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით - და მერე ვინ ეკითხება აშშ - ს, რა გზას დაადგება საქართველო? ცხადია, ეს ყველაფერი არის სრული ბოდვა, მაგრამ ასეც რომ იყოს - ჯო ვილსონს ვინ უფხაჭუნებს, ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს? ბაიდენის ადმინისტრაცია არის ფაშისტების ბუდე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930