გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

28-12-2024

ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

 

პატარების საახალწლო განწყობაზე ქართველმა მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს ტკბილეულით სავსე ტომრები საჩუქრად დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა - მათ სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ.

 

სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა გორში პირველმა ქვეითმა ბრიგადამ, ქუთაისში მე-3 ქვეითმა ბრიგადამ და სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930