გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა

30-12-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.


სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც იძლევა ინფორმაციის გაზიარებისა და მოსაზრებების გაცვლის საშუალებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის გაძლიერებას და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას უკავშირდება.


სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და დასახული მიზნების მიღწევაში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.


საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში სრულად ამოქმედდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა, საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ქართველი დიპლომატების ყველა კითხვას უპასუხეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031