გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს ჭერს „ქართულ ოცნებას", ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე

30-12-2024

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე.


„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას. ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს ჭერს „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30