გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

30-12-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მის მოადგილეებთან ერთად, 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და წარმატებით შესრულებისთვის უწყების თანამშრომლებს ვადამდელი წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა.


სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ  საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების და აღკვეთის პროცესში საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია. უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ  2025 წელს საგამოძიებო უწყება, კვლავაც ეფექტიანად განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930