გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

30-12-2024

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები უწყების სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების შვილებისთვის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების შვილებს, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.


მოზარდებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა. უწყების თანამშრომელთა შვილებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა.


თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები უკვე გაიმართა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის ბრიგადებში, სადაც ასევე, მოწვეული იყვნენ სამხედროების შვილები შესაბამის რეგიონებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930