გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ მარიონეტს, Julius Baer-ს - ვერც Credit Suisse და ვერც Julius Baer ვერ იქნებიან გამარჯვების მხარეს, თანაც, „დიფ სთეითის“ გავლენების დაკნინება უკვე დაწყებულია

20-01-2025

ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ მარიონეტს, Julius Baer-ს, სადაც თაღლითი Credit Suisse-ის გადარჩენილი აქტივების ნაწილი იყო გადასროლილი და ამას ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმალავდნენ მეანაბრეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ქონების მასშტაბური სანქცირება დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა, ვერც Credit Suisse და ვერც Julius Baer ამ დავაში ვერ გაიმარჯვებენ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითის“ გავლენების შესუსტება უკვე დაწყებულია.


„ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ მარიონეტს, Julius Baer-ს, სადაც თაღლითი Credit Suisse-ის გადარჩენილი აქტივების ნაწილი იყო გადასროლილი და ამას ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმალავდნენ მეანაბრეს. მეცენატი ივანიშვილის ქონების მასშტაბური დასანქცირება დიდი ხნის წინ ამაოდ დაიწყეს. საერთაშორისო დავებში საბანკო საქმიანობიდან შორს მყოფი ვერც Credit Suisse და ვერც Julius Baer ვერ იქნებიან გამარჯვების მხარეს. თანაც „დიფ სთეითის“ გლობალური გავლენების დაკნინება უკვე დაწყებულია და ტემპი ფორსირებულად მოიმატებს“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031