გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექსპორტირებული ვაშლის ღირებულება 6-ჯერ გაიზარდა

27-01-2025

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით, 9.1 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7.6 ათასი ტონით (6.0-ჯერ), ხოლო ღირებულება - 4.8 მლნ აშშ დოლარით (6.0-ჯერ) გაიზარდა.


ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 026 ტონა). 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა თურქეთში და 2 ტონა სომხეთში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031