გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, თებერვალი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თათია ჩახვაშვილი: თბილისის საკრებულოში ნოდარ მელაძის „ჟურნალისტმა“ ჩემს კოლეგას ნაბი*ვარი უწოდა - მინდა, კარგად დაიმახსოვროთ, თმენის ვალდებულება არ ნიშნავს პირადი შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე გატარებას

28-01-2025

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან” თათია ჩახვაშვილი საკრებულოში მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნოდარ მელაძის ჟურნალისტმა მის კოლეგას, „მასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ნაბი*ვარი უწოდა”.


უმრავლესობის დეპუტატი ამის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს და ამბობს, რომ „თმენის ვალდებულება არ ნიშნავს პირადი შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე გატარებას”.


„ვინც ჩემსავით არ იცნობდით ამ ქალბატონს, გაიცანით „ჟურნალისტი", რომელიც საკრებულოს წევრს ნაბიჭვარს ეძახის! დღეს თბილისის საკრებულოში ნოდარ მელაძის „ჟურნალისტმა" ჩემს კოლეგას, მასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ნაბი*ვარი უწოდა, ეს სიტყვა გავიგე და ცხადია, კორექტულობისკენ მოვუწოდე. TV პირველის წყობიდან გამოსული, სახედაკარგული წარმომადგენელი, უტიფრად ამბობს, რომ ჩემი კოლეგის თანდასწრებითაც კვლავ გაიმეორებს, რომ ნაბიჭვარია! მინდა, კარგად დაიმახსოვროთ, თმენის ვალდებულება არ ნიშნავს პირადი შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე გატარებას! ამიტომ, გირჩევთ, მომავალში მეტი კორექტულობა გამოიჩინოთ და პროვოკაციების გარეშე განაგრძოთ „ჟურნალისტური საქმიანობა"! P.S. საბედნიეროდ, ზემოხსენებული ინტერვიუს სრული ჩანაწერი არსებობს, რაც მორიგი სიცრუის ტირაჟირების შემთხვევაში გასაჯაროვდება”, - წერს თათია ჩახვაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728