გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა

30-01-2025

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვაჭრობის შესაძლებლობები და პოტენციალი საკმაოდ დიდია საქართველოსა და სომხეთს შორის.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომელიც შეგვიძლია, რომ ერთიანი რეგიონის ნაწილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და თავისთავად ცხადია, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადავიწყვიტეთ. აგრეთვე არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია, გავუზიაროთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკმაოდ აქტუალური და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს", - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031