გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ

31-01-2025

როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.


"რეალურად, ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად ამის გამო „დაგვსაჯოს". რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და ასევე, კონკრეტულად მის რეზოლუციებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031