31-01-2025
კასპის საკალათბურთო კლუბმა Griffin Kaspi.კასპის გრიფინი, A ლიგის პლეი ოფისთვის თელავის საკალათბურთო კლუბს - ბურჯს უმასპინძლა.
კასპის გრიფინმა, რომელსაც A ლიგის ყველა თამაში მოგებული აქვს დღევანდელი მატჩიც წარმატებით 102 : 94 დაასრულა.
გრიფინსა და ბურჯის შეხვედრა კასპის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია კასპის გრიფინს ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.